https://drive.google.com/file/d/1EPHxKONgx7pxuv49X7ilsUKMgwzLjGLN/view?usp=sharing

Sunday, November 27, 2016

მერვე ნოდულის რეფლექსია

ამ მოდულში მეც და ჩვენმა კოლეგებმა სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები წარმოვადგინეთ.სასწავლო პროექტის გადახედვისა და დასრულების შემდეგ განვსაზვღვრეთ ჩვენი ნამუშევრის მასწავლებლისა და მოსწავლის დადებითი მხარეები და შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი კოლეგებისათვის.
     ბოლოს ავტვირთეთ ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ.მადლობა მასწავლებლის სახლს, და ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნანა ედიშეარაშვილს,

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

მეშვიდე  მოდული დამეხმრა ,თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლის პროცესში.თუ როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.თუ როგორ დავსვათ კითხვები მოსწავლეთა ჩართულობისა  და მაღალი დონის  სააზროვნო უნარების წახალისებისათვის.

Thursday, November 24, 2016

მეექვსე მოდულის რეფლექსია

      მოცემული მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა დამოუკიდებელი  და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთირთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.ამ მოდულში ძალიან საინტერესო მასალებია .
      ვისწავლეთ ,თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროება.შევისწავლეთ თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში.
 

Saturday, November 19, 2016

მეხუთე მოდულის რეფლექსია

     მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.
     ამ მოდულში გავეცანით,თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების,21-ე საუკუნის და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას.
    შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან,ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად.მოდულის ბოლოს გამოვიყენეთ დარჩენილი დრო,გადავხედეთ სავარაუდო ნაშრომებს.შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
   დიდი მადლობა მასწავლების სახლს , ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს ამ ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისათვის.

Thursday, November 17, 2016

მეოთხე მოდულის რეფლექსია

    მეოთხე მოდული ძალიან  საინტერესო იყო.ვიმსჯელეთ თუ ,როგორ გამოვიყენოთ ჩვენს თემაში ინტერნეტი;განვიხილეთ ,თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ,პუბლიკაციის,ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის.
  მოსწავლის პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა,დამეხმრა,განვსაზღვრო რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს.
   მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვის პროცესში გავითვალისწინე რომელი სტანდარტები და მიზნები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები გვსურს, რომ ავსახოთ ნიმუშში.
  მას შემდეგ,რაც მოსწავლის თვალთახედვით შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, უკეთესი წარმოდგენა შემექმნა,თუ რა თემატიკისა და უნარ-ჩვევების სწავლებაა აუცილებელი თემის ფარგლებში.
     დიდი მადლობა მასწავლებლის სახლს და ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს საინტერესო ტრენინგისათვის.

Sunday, October 30, 2016

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა ჩემს სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირებას.შემდეგ გავეცანით ინტერაქციულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობის და კომუნიკაციის ხელშესაწყობად.ასევე განვიხილეთ სასარგებლო ვაბსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს,გავეცანით ვებსაიტების საავტორო უფლებებსა მათ კანონიერ გამოყენებაზე.ინფორმაციის მოპოვების შემდეგ დავგეგმეთ ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობები ჩვენი თემის ფარგლებში.
   ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე,ვისწავლეთ,თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო. დიდი მადლობა მასწავლებლის სახლს და ჩვენს ტრენერს ქალბატონ ,ნანა ედიშერაშვილს.

მეორე მოდულის რეფლექსია

გავეცანით სასწავლო პროექტების დაგეგმვას. ეს მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა სტანდარტები, მიმართულებია მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება,შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.გვეცანით პრეზენტაციის მომზადებას ჩემს სასწავლო პროექტზე, დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ,ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს,ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისთვის.

Sunday, September 25, 2016

პირველი მოდულის რეფლექსია

გავეცანით ინტელის პროექტების სწავლებას.გავეცანით პროგრამის მიზნებს, ამოცანებს,აგებულებას, სტრუქტრას.გავეცანით ინტელის ელექტრონულ გზამკვლევს.
ვისწავლეთ დაარქივებული საქაღალდის გახსნა.ვიმუშავეთ ბუკლეტების შექმნაზე.გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს.პორტფოლიოში შევინახეთ პროექტის შექმნის შაბლონი.ვისაუბრეთპროექტებზე დაფუძნებული სწავლების მახასიათებლებზე.შევავსეთ ცნების რუკები.გავეცანით პუბლიკაციის ნიმუშებს ..გზამკვლევში ვნახეთ პუბლიკაციის ნიმუშები.პროგრამა word-ში ვნახეთ ,თუ როგორ დავამზადოთ ბუკლეტები.შევქმენით საკუთარი ბლოგი.გამოვაქვეყნეთ პირველი პოსტი .ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს.