მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.
ამ მოდულში გავეცანით,თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების,21-ე საუკუნის და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას.
შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან,ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად.მოდულის ბოლოს გამოვიყენეთ დარჩენილი დრო,გადავხედეთ სავარაუდო ნაშრომებს.შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
დიდი მადლობა მასწავლების სახლს , ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს ამ ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისათვის.
No comments:
Post a Comment